ბოლო თვის განმავლობაში 10-დან 15-მდე პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი თვის თვე-ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 10-15 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანია, რომელთა წყარო ამ დრომდე დადგენილი არაა.

ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება. მთლიანად თუ ავიღებთ, ბოლო ერთი თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში საერთო ციფრი ამ უცნობი წყაროთი მიმდინარე კორონავირუსული ინფიცირების მერყეობს 10-დან 15-მდე, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1  სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დადგენის მიზნით გრძელდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 684;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 315;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 020;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  299, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი