კორუფციული სქემა ხობში | ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მილიონობით ლარის ტენდერებს "ქართული ოცნების" შემომწირველები იღებენ

გამოქვეყნდა:

კორუფციული სქემა ხობში. ინფასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებათან დაახლოებული პირები იგებენ. ირკვევა, რომ სოლიდურ კონტრაქტებს იმ კომპანიებს უფორმებენ, რომელთა დამფუძველებიც ქართული ოცნების შემომწირველები არიან. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა და კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის კი კომპანიები პასუხს არ აგებენ.

ირკვევა, რომ ხობში კორუფციულ სქემებში დაჩი ბერაიას წრე იკვეთება. მათ შორისაა კომპანია "გზამშენი", რომელმაც ხობის მერიისგან 2021 წლიდან დღემდე 9 მილიონამდე ლარის პროექტები მიიღო. კომპანია ბერაიას ახლობელს, გივი შენგელიას ეკუთვნის, მისი მმართველი კი ბერაიასვე ნათესავი, გულადი ბერაიაა.

ასევე, რამდენიმე კომპანიას გამარტივებული წესით 100-ათასობით ლარის პროექტები გაუფორმდა.

კომპანიების წარმომადგენლები "მთავარ არხთან" აგრესიით საუბრობენ და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ტენდერით მოიგეს და არა გამარტივებული შესყიდვით. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი