
უნგრეთში, რბოლაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებლებს შეეჯახა, შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
მასობრივი ავარია ლაბატლანსა და ბაჯოტს შორის შუადღისას მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.