უკრაინაში მებრძოლი ქართველები: გავწმინდეთ ერთი სოფელი, კადიროვის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს მყოფ ჩეჩნებთან გაერთიანდნენ, ხარკოვისა და ბელგოროდის საზღვართან, კადიროვის ქვედანაყოფი გაანადგურეს. მებრძოლების თქმით, მტრისგან გაწმენდილია ბელგოროდის ერთ-ერთი სოფელი. 

მათი თქმით, დაბომბვები და შეტაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. მტერი საჰაერო გზით ცდილობს შეუტიოს უკრაინის ქალაქებს. ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაყვანილია.

ქართველი მებრძოლები "მთავარ არხთან" ყვებიან, რომ ოპერაციებს წარმატებით ახორციელებენ, რასაც მტრის დიდი დანაკარგი და ოკუპანტებისგან გაწმენდილი ტერიტორიებიც ადასტურებს.

"გავწმინდეთ ერთი სოფელი. უკან დაიხიეს. შეტევა და ბრძოლა მოგვიწია კადიროვის ქვედანაყოფთან, რომელიც იცავდა საზღვარს. ახლა მანდ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა განალაგეს თავისი პოზიციები. წინ მივიწევთ. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, დანაკარგი ჩვენს ქვედანაყოფს, ლეგიონს არა აქვს. მტრის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი, რაც ჩვენმა თვალებმა ნახა," - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, მამუკა ხუნჯგურუა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი