
ღამით რუსეთში ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის რაიონში, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რეგიონალური ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში. მიზეზი, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა იყო. ორი ენერგობლოკი დროებით გამოვიდა მწყობრიდან.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა დაწერა, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და რომ მისი გამომწვევი მიზეზეი დგინდება.
"ხანძრის გამო, 330 კვ მაღალი ძაბვის ხაზები - ტიხორეცკაია და როსტოვსკაია - ავტომატურად გაითიშა. მომხმარებლებისთვის ელექტრომომარაგება უკვე აღდგენილია. სახელმწიფო უბნის ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით გამოვიდა ექსპლუატაციიდან", - დაწერა გუბერნატორმა.