
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 9 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 8 ჩამოაგდეს.
უწყების თქმით, ოკუპანტებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან (კონცხ ჩაუდიდან) გაუშვეს. უკრაინელებმა ისინი მიკოლაევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.
"საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები," - ნათქვამია განცხადებაში.