უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფორუმ „ატომექსპოზე“ დასასწრებად სოჭში მიემგზავრება

გამოქვეყნდა:

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში მიემგზავრება. ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ ის თავად ავრცელებს და წერს, რომ სოჭში მე-13-ე საერთაშორისო ფორუმის, „ატომექსპოს“ ფარგლებში ჩადის.

„მივდივართ სოჭში, "ატომექსპოზე", მნიშვნელოვან დისკუსიებზე პაქშთან დაკავშირებით" - წერს სიიარტო.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი და უნგრეთი ბირთვულ სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. რუსული კომპანია „როსატომი“ უნგრეთში „პაკშ 2“-ის ატომური ელექტროსადგურის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მშენებლობის დაწყებაც 2025 წელს იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი