მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის დროს ქართველი ქალი მოკლეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა. ირინა სოკოლოვა და მისი მეუღლე რომან სოკოლოვი ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ჩაცხრილეს. ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ მოსკოვში სამძიმარზე  ტერაქტების რისკის გამო ვერ ჩადიან.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს. ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 11 ადამიანი დააკავა. უწყების თქმით, მათგან 4 უშუალო მონაწილე იყო. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ტაჯიკია. რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი