
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2023 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 72.5 მლნ ლარი დახარჯეს. ეს 22.1 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის ხარჯებზე. გასულ წელს ჯამურად მივლინებებზე - 50.4 მლნ ლარი დაიხარჯა.
სამინისტროებს შორის, 2023 წელს, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა.
იხილეთ სამინისტროების მიერ 2023 წელს მივლინებებში დახარჯული თანხა:
გარდა ამისა, 2023 წელს, პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა მივლინებებში 35.6 მლნ ლარი დახარჯეს, მთავრობის ადმინისტრაციამ - 5 მლნ. ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ - 919 820 ლარი.
რაც შეეხება სასამართლოებს - საკონსტიტუციო სასამართლომ მივლინებებში გასულ წელს 59 415 ლარი დახარჯა, უზენაესმა - 54 157 ლარი, ხოლო საერთო სასამართლოებმა - 224 777 ლარი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ - 15 573 ლარი.
1.8 მლნ. ლარი დახარჯა მივლინებებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.