მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან დაწყებული მსვლელობა გრძელდება - "გამარჯვების კოალიციის" წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გორშიც გამართეს.
მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს დღის ბოლოს ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება და ამას "პოლიტიკური სითამამე" სჭირდება.
"ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის არ იქნება კამპანიაში ჩართული და არ მიიღებს მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში," - ამბობს ცისკარიშვილი.
ასევე ნახეთ: