
"დეპუტატი" ინარ გიცბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს ტოვებს - ინფორმაცია მან ტელეგრამ არხზე გაავრცელა და "ამომრჩევლებს" ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზებზე არაფერი უთქვამს.
2023 წლის 27 დეკემბერს ინარ გიცბამ ე.წ. რუსულ-აფხაზური შეთანხმების "რატიფიცირებას" ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მხარი არ დაუჭირა და წინააღმდეგ მისცა ხმა.