ნატახტარში, ტრაილერის მძღოლებმა პროტესტი განაახლეს | აქციის მონაწილეები ლევან გამყრელიძის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ნატახტარში, ტრაილერის მძღოლებმა პროტესტი განაახლეს. ისინი სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელს, ლევან გამყრელიძეს და მის გარემოცვას კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება გადაზიდვის დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც ტრაილერის მძღოლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს საზღვარი გადაკვეთონ და სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულონ. ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტის გაცემა ამ დრომდე შეფერხებულია.

რამდენიმე კვირის წინ "მთავარი არხის" მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დოკუმენტი შავ ბაზაზე 400 დოლარად იყიდება და ამის შესახებ ინფორმირებულია სახმელეთო სააგენტოც.

ხვალ, 26 მარტს, მატჩის დასრულების შემდეგ ტრაილერის მძღოლები გეგმავენ უფრო ფართომასშტაბიანი სახე მისცენ პროტესტს და აპირებენ, დედაქალაქში, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბონ. სადაც კიდევ ერთხელ ლევან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი