გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-"ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-"ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.

დოკუმენტი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

რეზოლუციისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა აშშ-მა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, კენჭისყრაში თავი შეიკავა, რადგან ის არ ეთანხმება ყველაფერს რეზოლუციაში და ტექსტი არ შეიცავს "ჰამასის" დაგმობას.

"პალესტინელი ხალხი ძალიან დაზარალდა. ეს სისხლისღვრა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენი ვალდებულებაა, დავასრულოთ ეს სისხლის აბანო, სანამ ძალიან გვიან არ არის," - განაცხადა ალჟირის ელჩმა გაეროში ამარ ბენჯამამ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი