პრემიებსა და მივლინებებში დახარჯული მილიონები - "ქართული ოცნება" საკუთარ კომფორტსა და შემოსავლებზე ბიუჯეტის ფულს არ ზოგავს. სახელმწიფო უწყებებს შორის ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომლის თანამშრომლებმაც სახელფასო ანაზღაურების მიღმა დამატებით 135 მილიონ ლარამდე მიიღეს. საერთო ჯამში კი გასულ წელს 400 მილიონზე მეტი პრემიებისთვის და 72 მილიონი კი მივლინებებისთვის დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გასული წლის მონაცემებით, ასევე გაზრდილია სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზრაურება, რამაც 530 მილიონს მიაღწია