აშშ-მა, კრემლის დახმარებისთვის, კრიპტო ბაზარზე არსებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა კრიპტო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც კრემლს კრიპტო ბაზრებზე უკანონო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასა და სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) განაცხადა.

"დღეს, OFAC-მა დააწესა სანქციები 13 ორგანიზაციისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რუსეთის ეკონომიკის ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური სექტორების საქმიანობის გამო. კერძოდ, მათ, ვინც ავითარებდა, ან სთავაზობდა მომსახურებას ვირტუალურ აქტივებში და აძლევდა აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას," - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, სანქციები დაწესდა რუსული კომპანიების: B-Crypto, Masterchain, Laitkhaus, Atomaiz... მიმართ. ასევე, სიაში შედის სხვა ქვეყნების კომპანიები: Tokentrust Holdings. (კვიპროსი), Bitfingroup OÜ (ესტონეთი), Crypto Explorer (UAE).

ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე ხუთ ორგანიზაციას აკონტროლებენ ის პირები, რომელთა მიმართ აშშ-ის სანქციები უკვე დაწესებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი