
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაწესებული გირაო 454 მილიონიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა. სასამართლომ ტრამპს თანხის გადასახდელად 10 დღე მისცა.
"მე დიდ პატივს ვცემ გადაწყვეტილებას... ჩვენ დავიცავთ გადაწყვეტილებას... და გამოვაქვეყნებთ ობლიგაციებს, ეკვივალენტურ ფასიან ქაღალდებს ან ნაღდ ფულს," - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს. მისი ბიზნესის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს "ნიუ იორკ თაიმსმა" გამოძიება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტრამპის კომპანიები გადასახადებს არ იხდიდნენ.