
"დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს... ჩვენ გვაინტერესებს ვინ გასცა ეს ბრძანება," - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტზე განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, ვინ გასცა ეს ბრძანება...
ეს სისასტიკე შეიძლება იყოს მხოლოდ ბმული იმ მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ებრძოდა ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით," - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა.