"სამარცხვინო ისტერია... გაჩუმდით" | სოლოვიოვი დაბომბვებით შეწუხებულ ბელგოროდელებს

გამოქვეყნდა:

კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის მცხოვრებლებს, რომლებიც ბოლო დროს გახშირებული დაბომბვების გამო პრეტენზიებსა და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ურჩია გაჩუმდნენ. სალავიოვმა ამ ყველაფერს "სამარცხვინო ისტერია" უწოდა.

”უამრავი არსება, რომლებიც თავს ბლოგერებად თვლიან, წერენ, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ დაივიწყა ბელგოროდი..სანამ მოსკოვი "გულაობს", ბელგოროდი კვდება, ეს ყველაფერი საზიზღარი ისტერიაა“, - ამბობს პროპაგანდისტი თავისივე გადაცემაში.

სოლოვიოვის ამ გამოსვლას ბელგოროდელების უკმაყოფილება მოჰყვა. მისი ლაივ შოუს გვერდზე კომენტარებში ხალხი მასიურად ურჩევდა კრემლის რუპორს, გადაიტანოს მისი "მყუდრო სატელევიზიო სტუდია" ბელგოროდში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი