
ამერიკის ქალაქ ბალტიმორში სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე ხიდს შეეჯახა. ხიდზე მოძრავი მანქანები წყალი ჩაცვივდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ეკიპაჟები.
ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა CNN-ს განუცხადა, რომ 20-მდე ადამიანს ეძებენ. მისი თქმით, სამუშაოებში ჩართულია სანაპირო დაცვა და მყვინთავების ჯგუფი, პორტის ირგვლივ ტემპერატურა დაახლოებით -1 °C იქნება.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შეჯახების შედეგად 1,6 მილის სიგრძის, ოთხზოლიანი ხიდი მთლიანად იშლება.