მუქარები, ბრალდებები და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა | ხმაური ბათუმის საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს გახარიას პარტიისა და ქართული ოცნების დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტს მოჰყვა. საპარკინგე ადგილთან დაკავშირებით, გახარიას პარტიის წევრს შეკითხვები ჰქონდა მმართველი გუნდთან. "საქართველოსთვის" წევრს "ოცნების" დეპუტატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ისმოდა მუქარებიც და იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც, თუმცა საკრებულოს სხვა წევრების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა. ვიდრე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავიდოდნენ, მრავლად ისმოდა ურთიერთბრალდებები.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი