უკრაინის საზღვაო ძალების იერიშის შედეგად კიდევ ერთი სადესანტო ხომალდი დაზიანდა | Kostyantyn Olshansky ქმედუუნაროა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერის, დმიტრო პლეტენჩუკის ინფორმაციით, ორი რუსული გემის - "იამალისა" და "აზოვის" გარდა, დაზიანდა Kostyantyn Olshansky, რომელიც ოკუპანტებმა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, სწორედ უკრაინისგან მიითვისეს და მას შემდეგ, 9 წლის განმავლობაში სევასტოპოლის ყურეში იდგა. ამ პერიოდის განმავლობაში რუსებმა ხომალდი სხვადასხვა ნაწილებად დაშალეს, თუმცა მას შემდეგ რაც ომში სადესანტო გემების დიდი ნაწილი გაუნადგურდათ, მისი აღდგენა გადაწყვიტეს. 

"მტერს სურდა ჩვენივე გემის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ გადაწყდა, რომ ეს შენაერთი ჩვენი „ნეპტუნით“ გაენადგურებინათ" - აღნიშნა პლეტენჩუკმა და თქვა, რომ გემის დაზიანების ხარისხი დგინდება, თუმცა ადასტურებს, რომ ის ნამდვილად აღარ არის საბრძოლო მზადყოფნაში.

ოკუპირებულ სევასტოპოლში, რუსულ სადესანტო გემებზე - "იამალსა" და "აზოვზე" იერიშის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენშტაბმა 2 დღის წინ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი