
ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე "შესაძლო პროვოკაციებზე" მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს.
"საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა აღიკვეთოს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ნიშნავს განადგურებას" - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკო ოშმიანის რაიონში იმყოფებოდა და ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.