
ФСБ-ს დირექტორი, ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს, რომ ჯერ არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვინც Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის ბრძანება გასცა. თუმცა, ბორტნიკოვი იმუქრება, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდება და ამ დროისათვის დაკავებულ 11 პირზე მეტი იქნება.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ტერაქტის უკან უკრაინა დგას. ამაზე, ბორტნიკოვი აცხადებს, რომ "უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს შეტევას, რომელსაც ამზადებდნენ რადიკალი ისლამისტები".