პაკისტანში ჩინელ ინჟინრებს თავს დაესხნენ | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მანქანა კაშხლის პროექტზე მომუშავე ჩინელი ინჟინრების კოლონას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი. ამის შესახებ პოლიციამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს, ბოლო კვირის განმავლობაში, უკვე მესამე დიდი თავდასხმაა.

რეგიონული პოლიციის უფროსის, მოჰამად ალი განდაპურის განცხადებით, ჩინელი ინჟინრები ისლამაბადიდან თავიანთ ბანაკში, კაშხლის სამშენებლო მოედანზე დასუში, ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, პაკისტანელი თვითმკვლელი მათ მანქანით შეეჯახა - "თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჩინეთის ხუთი მოქალაქე და პაკისტანელი მძღოლი".

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არავის აუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი