უარი ემიგრანტებს | "ოცნება" საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის წინააღმდეგია

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება მოურიდებლად ამბობს უარს და აღიარებს, რომ კანონს არღვევს. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს საბოლოოდ დაადასტურეს, რომ საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. მამუკა მდინარაძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ თავი იმართლა პროექტის ფინანსური სიძვირით და ლოგისტიკური სირთულით. ანუ მმართველმა პარტიამ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეებს მთავარი პოლიტიკური უფლება, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა - იმ მიზეზით, რომ უბნების გახსნა ძვირი და რთულია. არადა მსოფლიოს 80-მდე ქალაქში ფაქტობრივად მზადაა ქართველების საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი