"გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!" - ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა და ეროვნულ ნაკრებსა და მთელ საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.
გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!" - წერს საელჩო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.