"ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს... ჩვენ დავწერეთ ისტორია!" | მამარდაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს... ჩვენ დავწერეთ ისტორია!" - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, იმიტომ რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწად ნახევარი-ორი წელი რაც იყო გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათი დიდი დამსახურებაა დღეს რომ აქ ვართ და მიხარია მათთვის იმიტომ რომ ისინი გავაბედნიერეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ოცნება ავიხდინეთ...

არა მარტო პენალტების დროს. მთლიანად თამაში ძალიან რთული იყო. ვიცოდით, რომ ფინალი იყო და ფინალი სულ არის დაძაბული, არ იცი რა მოხდება და მითუმეტეს ნაკრებში უფრო რთულია და დიდ წნეხს გრძნობ, პასუხისმგებლობას და ამიტომ, რა თქმა უნდა რთული იყო....

ემოციური თამაში იყო, იმიტომ, რომ მინდოდა ეს ხალხი გამეხარებინა. არა მარტო მე არამედ ბიჭებს ყველას გვინდოდა რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია!...

პირველი პენალტი ვიცოდი სადაც დაარტყამდა, იმიტომ, რომ 4 პენალტი ჰქონდა ზუსტად დარტყმული მაგ კუთხეში, როცა ძალიან სჭირდებოდა გუნდს, ასე რომ ვიცოდი სადაც დაარტყამდა. და ბოლო რომელიც გააფუჭა ისიც ვიცოდი სად დაარტყამდა." - განაცხადა მამარდაშილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი