აჭარაში დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პაციენტები ქუთაისში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარის კლასტერი გაფართოვდა. გვიან ღამით სამედიცინო დაწესებულებაში აჭარიდან დედა-შვილი შეიყვანეს. ამ დროისათვის ინფიცირებულებს საჭირო კვლევები უტარდებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის მდგომარეობად ფასდება.

ჯამში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1  სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დადგენის მიზნით გრძელდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 684;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 315;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 020;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  299, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი