პირველი კანონი, რომელსაც მივიღებთ, იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ, შეიქმნება ბიზნესსტიმულირების ფონდი | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება. მან ისაუბრა იმ კანონებზე, რომლის მიღებასაც გეგმავენ, თუ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს უმუშევრობის პრობლემა და უნდა შეიქმნას პირობები, რომ ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ.

"მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური მათ შორის მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას - გამარჯვების პლატფორმას მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა, ერთპიროვნულად გამარჯვება. მე მინდა ვილაპარაკო იმაზე რა მოხდება ამ გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება, პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. იმიტომ რომ ეს არის სრულიად არაადამიანური სისტემა საპენსიო სესხების და ახლა ვითომ რომ მოაკლეს რამდენიმე პროცენტი, ჩემ ნაცნობებს, ცოლ-ქმარი არიან, ერთ მოაკლეს 5 ლარი, მეორეს მოაკლეს 6 ლარი და ამას ეძახიან საპენსიო სესხების პროცენტის შემცირებას", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგ გაამარტივებენ ქართველების სამშობლოში დაბრუნებას, ასევე შეიქმნება ბიზნესის სტიმულირების ფონდი. 

"ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ საქართველოდან და ვინ წასულია ის დაბრუნდეს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა ვალუტის გამოყენება უნდა იყოს შესაძლებელი და საჭირო არ იყოს ფულის გადახურდავება, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში - "0%-ზე დავა აგრარული სესხების პროცენტი". 

"შემდეგი კანონი ეს იქნება ამნისტია, სააკაშვილისთვის არ კეთდება ეს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი