
მიუხედავად იმისა, რომ პუტინი განაგრძობს მტკიცებას, რომ უკრაინას შეიძლებოდა კავშირი ჰქონდეს „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმასთან, მისი უახლოესი წრე არ ეთანხმება მას - წერს Bloomberg-ი.
სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ უთხრა, რომ პუტინი სავარაუდოდ ესწრებოდა დისკუსიებს, რომელთა დროსაც ოფიციალური პირები თანხმდებოდნენ, რომ მომხდარს კიევთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ეს სტრატეგია გამოიყენოს უკრაინაში ომის გარშემო რუსების გასაერთიანებლად.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, კრემლის ოფიციალური პირები შეშფოთდნენ რომ უშიშროების სამსახურებმა ვერ აღკვეთეს შეიარაღებული თავდასხმა საკონცერტო დარბაზზე.
Bloomberg-ის პუბლიკაციას „ყველა ფეიკის დედა“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა . შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სულ მცირე 180 ადამიანი დაშავდა