
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ყოფილ დეპუტატს და Pussy Riot-ის წევრს ლუსია სტეინს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა მისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სტეინი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსული არმიის შესახებ პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული „ფეიქების“ გავრცელებაში.
სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი იყო სტეინის 2022 წლის 27 მარტის ტვიტი, სადაც ის რუსი სამხედროების მხრიდან წამებაზე წერდა.
სტეინმა რუსეთი 2022 წლის აპრილში დატოვა.