კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, არქეოლოგმა ნიკოლოზ წიქარიძემ მოუგო. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ კულტურის სამინისტროს მის სასარგებლოდ სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
ქალბატონმა თეა წულუკიანმა აგოს ამაზე პასუხი და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მან ძაან ბევრი რამე გააფუჭა. ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი ყოვლად უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამიტომ, ეს ესე არ ხდება. არ შეიძლება რომ 30 და 40 ადამიანი სასამართლოში გიგებდეს და მერე შენ ამაზე პასუხი არ აგო. ეს არის გაუგონარი უსამართლობა. ამიტომ, საზოგადოებას მოვუწოდებ - ეს ადამიანი მინისტრი არ უნდა იყოს. ეს არის მტაცებელი, რომელმაც კულტურის სამინისტრო დაუქვემდებარა განგსტერულ რაღაც, ასე ვთქვათ, სუბორდინაციას... ამაზე მეტი უსამართლობა ამ ქვეყანაში ძაან იშვიათია, რომ ასე თვალნათლივ ჩანდეს, - ამბობს წიქარიძე.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი