ყოფილმა პრემიერმინისტრმა და "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ დეკლარაცია გამოაქვეყნა. ოფიციალურ დოკუმენტში, რომელსაც ის ხელმოწერით ადასტურებს, ვხედავთ, როგორ ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცოს, რომ მდიდრულ ცხოვრებას მშობლები უფინანსებენ.
260 ათასამდე ლარი არის შემოსავალი, რომელიც ღარიბაშვილმა გასულ წელს მამისგან მიიღო. და ამ საჩუქრით ყოფილი პრემიერმინისტრის შემოსავლები და ხარჯები დაბალანსდა, თუმცა ჩნდება მთავარი კითხვა, ხომ არ არის ღარიბაშვილის მტკიცებით მშობლების ნაჩუქარი ფული რეალურად - უკანონო შემოსავალი, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარემ კორუფციის გზით მიიღო.