ბაჩიაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ და სკანდალური აუდიოჩანაწერი | ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ე.წ ბიტკოინების სკანდალური საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესზე, რომელმაც ოლიგარქის საჩივრის საფუძველზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის ბრალეულობა ან უდანაშაულობა უნდა დაადგინოს, ბიძინა ივანიშვილია დაბარებული. ოლიგარქი ყოფილ პარტნიორს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებს, თუმცა დღეს გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ სხდომაზე მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ მოიპოვა. მთავარი აუდიოჩანაწერია, რომლის ავთენტურობა უკვე დააყენა ეჭვქვეშ სახელმწიფო ბრალდებამ. თავად გიორგი ბაჩიაშვილი კი ამტკიცებს რომ ბანკ "ქარუთდან" აღებული სესხი მალევე დააბრუნა და ოლიგარქს მის კომპანიაში არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი