ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გასცა

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის კომიტეტმა, კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

"წევრობა გამოიწვევს ადამიანის უფლებათა სტანდარტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წვდომის უზრუნველყოფის გზით, ყველა იმ პირისთვის, ვინც იმყოფება კოსოვოს იურისდიქციის ქვეშ," - განაცხადა კომიტეტმა.

სრული ასამბლეა, რომელიც აერთიანებს პარლამენტარებს ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოდან, განიხილავს კომიტეტის რეკომენდაციას ხუთშაბათს, 18 აპრილს მის მომავალ საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე. წევრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი