
ლატვიამ რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. უწყების განცხადებაში წერია, რომ საელჩოს თანამშრომელმა ქვეყანა 10 აპრილამდე უნდა დატოვოს.
"2024 წლის 27 მარტს რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად,
რუსეთის საელჩო აგრძელებს არაკორექტულ საჯარო კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, ასევე ლატვიაში საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას ისახავს. ეს ვენეციის კომისიას მკაცრად ეწინააღმდეგება", - წერს უწყება.