
"უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეეძლო გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა და აღნიშნა, რომ დასავლეთი პასუხისმგებლობის "ისლამურ სახელმწიფოზე" დაკისრებას ჩქარობდა.
"კოლექტიური დასავლეთის ეჭვების მოსაშორებლად, მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ რაღაცის მოფიქრება, ამიტომ მათ მიმართეს "ისლამურ სახელმწიფოს" და ფაქტობრივად, ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიამ დაიწყო სწორედ ამ ვერსიების გავრცელება," - განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა . შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სულ მცირე 180 ადამიანი დაშავდა. პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა ვლადიმერ პუტინმა თავდასხმა უკრაინას დაუკავშირა.