მოსკოვის სასამართლომ WSJ-ის ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ, ამერიკული გამოცემის Wall Street Journal-ის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რეპორტიორს, ევან გერშკოვიჩს, წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთხელ, 30 ივნისამდე, გაუხანგრძლივა. ამის შესახებ სასამართლოს წარმომადგენლებმა განაცხადეს.

სასამართლო სხდომას დაესწრო აშშ-ის ელჩი რუსეთში, ლინ ტრეისი და განაცხადა, რომ "ბრალდებები სინამდვილეს კატეგორიულად არ შეესაბამება."

"ევანის დაუსრულებელი დაკავების გამართლება არ არსებობს, და არ არსებობს ახსნა იმაზე, თუ რატომ წარმოადგენს ევანის მიერ ჟურნალისტური საქმიანობა დანაშაულს. ევანის საქმე მტკიცებულებებზე, სამართლებრივ პროცესსა და კანონის უზენაესობაზე არ არის. ეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ამერიკელი მოქალაქეების პაიკებად გამოყენებაზეა," - განაცხადა ტრეისიმ.

32 წლის აშშ-ს მოქალაქე, ევან გერშკოვიჩი 2023 წლის მარტის ბოლოს დააკავეს. მან თითქმის ერთი წელი გაატარა მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი