
მექსიკაში ტყის ხანძრებმა სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 116 ტყე იწვის.
ოფიციალური მონაცემებით, ხანძარი, შესაძლოა, განზრახ გააჩინეს. განიხილება ვერსიაც, რომ ის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ გამოიწვია.