აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორი მუშის ცხედარი იპოვეს | სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ამერიკაში, ბალტიმორში, იპოვეს ორი მუშის ცხედარი, რომელბიც "ფრენსის სკოტის" ხიდზე იმყოფებოდნენ იმ დროს, როდესაც მას სატვირთო გემი შეეჯახა. ისინი მექსიკიდან და გვატემალადან იყვნენ და ხიდზე ხვრელებს ავსებდნენ. ცხედრები ნახეს მანქანაში დაახლოებით 25 ფუტის სიღრმეზე.

მერილენდის გუბერნატორმა უეს მურმა ოთხშაბათს კოლაფსს "გლობალური კრიზისი" უწოდა.

"ეროვნული ეკონომიკა და მსოფლიო ეკონომიკა დამოკიდებულია ბალტიმორის პორტზე. პორტი უფრო მეტ მანქანას და ფერმის აღჭურვილობას ატარებს, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი სხვა პორტი", - თქვა მურმა.

 დაღუპულად ითვლება 6 ადამიანი.

გემზე შეჯახების დროს იმყოფებოდა ეკიპაჟის 21 წევრი და ორი პილოტი. სატვირთო გემზე ზოგიერთ კონტეინერში საშიში მასალაა, მათი ნაწილი კი წყალშია. შეჯახებამდე სამი წუთით ადრე ეკიპაჟმა დახმარება ითხოვა გემთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი