ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის საქმეზე დამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე 1993 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავა.
დაკავებულმა თანასოფლელს - 1977 წელს დაბადებულ ა.უ.-ს, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კაცმა მეზობელი დაჭრა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.