სავარაუდო კორუფციული გარიგება სამშენებლო ბიზნესში | "ახალის" წევრები მერიას "ოცნების" დეპუტატის ოჯახის ბიზნესის მფარველობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

სავარაუდო კორუფციული გარიგება სამშენებლო ბიზნესში. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის უკან "ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახური ბიზნესი დგას.

როგორც პარტია "ახალის" წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, "ოცნების" დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმამ, იოსებ სონღულაშვილმა, მიმდინარე პროექტზე  22 მარტს სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა და დამატებითი 14 000 კვადარტული მეტრის აშენების ნებართვა მოითხოვა.

ექსპერტიზის დასკვნით, ამ ნებართვისთვის მას 9 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა 3 მლნ ლარამდე შეამცირა. სწორედ ამ გარემოებამ გაუჩინა ოპოზიციას ეჭვი სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე.

"ამ მშენებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკავშირდება "ქართული ოცნების" დაპუტატს და მის შესაძლო გავლენებს პროცესზე და მერიასა და ზუსტად აი ამ დეპუტატის წევრებს შორის არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებას. როგორც აღმოჩნდა, იოსებ სონღულაშვილის კომპანიისთვის არ აღმოჩნდა მისაღები ის თანხა, რომელიც უნდა გადაეხადათ და ამიტომ, მან, შედეგის მისაღწევად მიმართა პარტიულ გავლენებსა და არაფორმალურ გზებს. კერძოდ, 12 მარტს მან გაიწვია თავისი მოთხოვნა და უკვე 21 მარტს დედაქალაქის მერიამ და კახი კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იოსებ სონღულაშვილისათვის დაეკმაყოფილებინა მოთხოვნილი მშენებლობის ზრდა, ოღონდ სამჯერ უფრო იაფად, კერძოდ, სამ მილიონ ლარად", - ამბობს ანა გოგოლაძე. 

თავად დავით სონღულაშვილი კი "ახალის" წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასე პასუხობს"

"წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ აშენებენ ბევრ რაღაცებს და სად რას აკეთებენ და როგორ, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი და ამიტომ გამიჭირდება რამე კონკრეტულზე... [ჟურნალისტი: თქვენს გავლენებს გამორიცხავთ? რახნა პარლამენტის წევრი ხართ] ...ცხადია, რა თქმა უნდა, - ამბობს სონღულაშვილი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი