გერმანიამ უკრაინის დახმარების ახალი, მასშტაბური პაკეტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ყუმბარმტყორცნებს. უკრაინა ასევე მიიღებს 155 მმ ჭურვებს, საბრძოლო მასალას Leopard 2A6 ტანკებისთვის.

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 5 სარემონტო-ევაკუაციის მანქანა, Warthog-is 9 ერთეული მანქანა, 6 ცალი WISENT 1-ის გამანადგურებელი მანქანა...SATCOM სათვალთვალო სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2056 RGW90 Matador ყუმბარმტყორცნი და 70 GMG ყუმბარმტყორცნი, 3000 შენიღბვის ბადე, გენერატორები.

ასევე, გერმანიის მთავრობამ განაახლა დახმარების სია, რომელსაც სამომავლოდ აპირებს უკრაინისთვის გადაცემას. სიაში მოხვდა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები, 20 მარდერის ჯავშანმანქანა და სხვა აღჭურვილობა.

სრულად

ევროპული მარში | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი