სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა | განცხადება

გამოქვეყნდა:

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა, დღეს 28 მარტს, გაიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი და ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით. სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადამზიდველებს შესთავაზა ამ პროცესში მონაწილეობის მიზნით, გადამზიდველთა კონსოლიდირება საერთო ორგანიზაციული ფორმით.

გადამზიდველებმა აქცია შეწყვიტეს და გამოთქვეს მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.

"ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გავაცანით სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ნებართვის კვოტების დადგენის პროცედურები, ასევე ამავე ქვეყნებიდან შეზღუდული, მესამე ქვეყანაში/მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ტიპის ნებართვების გადმოცემის სირთულეები," - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ლევან გამყრელიძის ინფორმაციით, უკვე 18 მარტიდან ნებართვების გაცემა ხდება განაცხადების საფუძველზე, არა ქოლცენტრის მეშვეობით, შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებმა გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა.

ასევე, პროცესის სრულად გამჭვირვალობის მიზნით, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში მოხდა იმ გადამზიდველთა სიების განთავსება, რომლებზეც ნებართვა გაიცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი