გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 84 რაკეტა და დრონი გავანადგურეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 84 რაკეტა და დრონი გაანადგურეს. უფრო კონკრეტულად, 58 "შაჰიდის" ტიპის დრონი, 17 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტა; 5 Kh-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა და 4 "ისკანდერ-K."

"2024 წლის 29 მარტის ღამეს, მტერმა მძლავრი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ობიექტებზე, სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით:

სულ გამოიყენა 99 საჰაერო თავდასხმის საშუალება:

  • 60 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
  • 3 "კინჟალის" ტიპის რაკეტა;
  • 2 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-М";
  • 9 Kh-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა;
  • 4 საკრუიზო რაკეტა "ისკანდერ-K";
  • 21 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტა;

საჰაერო-სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო და სახმელეთო ძალების დანაყოფები, მობილური სახანძრო ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების რადიო-ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა," - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი