"კითხვა არ არის თავდასხმა... ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან" | მაჭარაშვილის მხარდაჭერა პაპუაშვილს

გამოქვეყნდა:

"კითხვა არ არის თავდასხმა... ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს და პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პაველ ჰერჩინსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

კითხვა არ არის თავდასხმა, მეგობრებო. ნელ-ნელა გამოვიდეთ ამ მონური ფსიქოლოგიიდან, რომლის ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნაციონალურ მოძრაობას, რომ კითხვა არ არის თავდასხმა. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, მინდა კითხვა დავსვა ისევ და აქვე გეტყვით, თავს კი არ ვესხმი ვინმეს. კითხვის უფლება ხომ გვაქვს - [მინდა] კითხვა დავსვა ევროკავშირის ელჩის ქვეყანაში კეთილსინდისიერებას უცხოური ძალები უმოწმებენ მოსამართლეებს? - ამბობს მაჭარაშვილი.

იხილეთ ასევე:

 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი