ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა ცაგერისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც | წასულები "ახალს" უერთდებიან

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საკრებულოს შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა ცაგერისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც. პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, ისინი ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია "ახალს" შეუერთდნენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილები საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ.

დეპუტატი ნინო ტვლიდიანი ამბობს, რომ ფრაქციას "ახალი" ერქმევა და 27 მარტიდან ის ცაგერის საკრებულოში ოფიციალურადაა რეგისტრირებული. მისივე თქმით, ენმ-ში მხოლოდ ერთი დეპუტატი დარჩა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი