სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა

გამოქვეყნდა:

სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. ინფორმაციას მედია სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილეზე, ავეტ პოგოსიანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მისი განცხადებით, გადაცემები მედიასფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ორი მუხლის "მუდმივი დარღვევის" გამო აკრძალეს.

აღნიშნული მუხლები შეურაცხმყოფელი შინაარსის გადაცემების ტრანსლიერებას და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ასევე ეროვნული დღესასწაულებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დაცვას გულისხმობს. 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი