პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. მან 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ დაწყებულია "ერთგვარი პინგპონგი" საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკო-ს შორის უბნების გახსნასთან დაკავშირებით მუშაობაზე.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეხვედრების მიზანია, გამოსწორდეს ხარვეზები და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოების მიერ უბნების გახსნაზე ელჩებთან შეხვედრები მომავალ კვირაშიც იქნება.
"ყველა სახელმწიფოს ელჩმა გამოაცხადა მზადყოფნა, ჩვენი პარტნიორების ქვეყნებმა, რომ ჩვენ გაგიადვილოთ ეს საკითხი. მე რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის მზად ვარ მოვისმინო ამის შესწორება, არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აქ მყოფ ელჩებთან იმისთვის, რომ ეს საკითხი წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები, ეს არის სრულიად შესაძლებელი, იმიტომ, რომ ამის მაგალითი არსებობს ძალიან ახლოს ჩვენთან, მოლდოვამ ჩაატარა 150 უბანი გახსნა არჩევნებისთვის. თუ მოლდოვას შეუძლია, ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზიები გვაქვს, ალბათ ჩვენ შეგვიძლია და რატომ ვამბობ, რომ ჩვენ ამის რესურსები არ გაგვაჩნია", - თქვა ზურაბიშვილმა.