ბათუმში იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა - 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა  რუსუდან შავიშვილმა "მთავარს" უთხრა, რომ  იუსტიციის სახლი ამჟამად დახურულია და შენობას დეზინფექცია უტარდება.

აჭარის დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტები გამოკვლეულია და მათ ტესტირება ჩაუტარდათ.

შეგახსენებთ, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 ამ რეგიონს ეკუთვნის. 

ცნობისთვის, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმსა და ქობულეთში ფიზიკური დასწრებით სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1729
  • გამოჯანმრთელებულია - 1321
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი